2013-07-26

უესტმინსტერის დელეგაცია თსუ-ში

26 ივლისს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უესტმინსტერის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვევა. დელეგაციის ხელმძღვანელი,  საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ჯეინ ლიუისი თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე კვიტაშვილს სიგელს გადასცემს.

დიდი ბრიტანეთის გაზეთ „თაიმსის“ ჯილდო უმაღლესი განათლების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულ  ბრიტანულ უმაღლეს სასწავლებლებს ყოველწლიურად ენიჭება. 2012 წელს ჯილდო ნომინაციაში „2012 წლის საუკეთესო საერთაშორისო თანამშრომლობა“ უესტმინსტერის უნივერსიტეტს სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში ელექტრონული და დისტანციური სწავლების ტექნოლოგიების და სასწავლო კურსების განვითარებისთვის მიენიჭა. პროექტში  (კოორდინატორი პროფესორი ნინო ფორაქიშვილი) იტალიის, საფრანგეთის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტები მონაწილეობდნენ.

პროექტის წარმატებაში თსუ-მ, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრი იყო, დიდი წვლილი შეიტანა (რეგიონული კოორდინატორი ნინა კულიკოვა). ამასთან დაკავშირებით, უესტმინსტერის დელეგაცია თსუ-ს ჯილდოს გადასცემს და ქართველ კოლეგებთან მომავალი თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებზე მოლაპარაკებას გამართავს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ჯავახიშვილის სახელობის) დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი