2011-05-20

სტუდენტის თვალით დანახული ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი

20 მაისს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა თემაზე - „სტუდენტის თვალით დანახული ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი“.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეები; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეები; თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები. ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და საზოგადოების წარმომადგენლები.

მის.: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი; I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი