2015-10-21
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის გახსნა
21 ოქტომბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებაზე მამია და ქრისტინე ბერიშვილების საოჯახო არქივის ოფიციალური გადმოცემა მოხდება.
ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ქართველი ემიგრანტის შთამომავალი ტიერი ბერიშვილი მეუღლესთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები დაესწრებიან.
2015 წელს საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველი ემიგრანტის მამია ბერიშვილის შვილმა, ტიერი ბერიშვილმა უნივერსიტეტს გადასცა მამის პირადი არქივი და ბიბლიოთეკა. აღნიშნული ფაქტი გახდა წინაპირობა, უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, წარმომადგენლობით საბჭოს მიეღო გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გახსნილიყო ახალი განყოფილება - ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკა“, რომლის მიზანია საქართველოს ისტორიის ამ მონაკვეთის (1918-1921 წწ.) კვლევა-ანალიზი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში შექმნილი საბიბლიოთეკო–საარქივო დოკუმენტების მოძიება, შენახვა, შესწავლა–დამუშავება, გამოფენების, პუბლიკაციებისა და გამოცემების მომზადება.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი