2011-10-12
წიგნის „ჩეჩნური ენა“ პრეზენტაცია
12 ოქტომბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორის როსტომ ფარეულიძის წიგნის – „ჩეჩნური ენა“ პრეზენტაცია გაიმართება. ნაშრომი ეძღვნება ჩეჩნური ენის სტრუქტურას: ფონეტიკას, მორფოლოგიასა და ძირითად სინტაქსურ მოვლენებს. წიგნს თან ახლავს მოკლე ჩეჩნურ–ქართული ლექსიკონი და ქართულ–ჩეჩნური საძიებელი. ნაშრომი როგორც პრაქტიკული, ასევე სამეცნიერო მნიშვნელობისაა, იგი დახმარებას გაუწევს ჩეჩნური ენით დაინტერესებულ ყველა მკითხველს.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის V კორპუსი, III სართული, აუდიტორია №313
« იხ. ყველა ანონსი