2011-06-03

საქველმოქმედო საღამო „თანადგომა, სიყვარული, ურთიერთობა

3 ივნისს, 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით „თბილისი ივენთ ჰოლში“ საქველმოქმედო საღამო გაიმართება. კონცერტი სახელწოდებით "თანადგომა, სიყვარული, ურთიერთობა!" თვითმმართველობის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდება. ღონისძიებიდან შემოსული თანხა გლდანის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის წარმომადგენლებს გადაეცემათ. საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები – დუეტი Georgia, ბორის და სოფო ბედიები, ლიზა ბაგრატიონი, პანჩო, ოთო ნემსაძე, სალომე ბაკურაძე, NikolShow, ReggaeON, ნინი შერმადინი და ეკო ამყოლაძე მიიღებენ.

მის: მელიქიშვილის №1, თბილისი ივენთ ჰოლი
« იხ. ყველა ანონსი