2018-03-26

თსუ საპატიო დოქტორის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი

26 მარტს 11:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომები გადაეცემათ იუსტუს-ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფ. დოქ. ჯობრატო მუქერჯის და ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორს ანა სონჩინის.

საზეიმო ცერემონიალის შემდეგ იუსტუს-ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტის პრეზიდენტი პროფ. დოქ. ჯობრატო მუქერჯი წაიკითხავს საჯარო ლექციას "ევროპული იდეა და უმაღლესი განათლების როლი იუსტუს - ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტის მაგალითზე" (ინგლისურ ენაზე). პროფესორი ანა სონჩინი წაიკითხავს საჯარო ლექციას "მწერლების თვალით დანახული ევროპა" (ფრანგულ ენაზე).

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი