2014-04-14

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თსუ-ში

14 აპრილს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი  მიძღვნილი  სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომებისა და ესეების  კონკურსის შედეგების  პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ინსტიტუტის  ორგანიზებით ჩატარდება.
 
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, 212-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი