2017-06-30

უშანგი სამადაშვილის წიგნის: „დივერსიფიკაცია - საქართველოს ეკონომიკური ზრდის კატალიზატორი“ პრეზენტაცია

30 ივნისს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის უშანგი სამადაშვილის წიგნის: „დივერსიფიკაცია - საქართველოს ეკონომიკური ზრდის კატალიზატორი“ პრეზენტაცია გაიმართება

ნაშრომში საქართველოს ეკონომიკაში არსებული არასახარბიელო მდგომარეობის ანალიზისა და შეფასების საფუძველზე დასაბუთებულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ობიექტური აუცილებლობა და განსზაღვრულია ძირითადი პრიორიტეტები.

შემუშავებულია წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს სავაჭრო პარტნიორების, პროდუქციისა და უცხოური ინვესტიციების დივერსიფიკაციის შესახებ, რომელთა რეალიზაცია, ავტორის აზრით, ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, ნაზრდი შემოსავლის მიზნობრივ, სამართლიან განაწილებას, მოსახლეობის საყოველთაო, დიფერენციულ კეთილდღეობას და საქართველოს თითოეულ მოქალაქეში კანონზომიერი სიამაყისა და ქვეყნისადმი პატრიოტიზმის გრძნობის ჩამოყალიბებას. გამოკვლევის ძირითადი ფასეულობაა ახალი იდეები, მათი თეორიულ-პრაქტიკული ხასიათი და საქართველოს პირობებთან და თავისებურებთან ადაპტირება.

ნაშრომი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, პროფესორ-მასწავლებლების, დამწყები და მოქმედი მეწარმეებისა და მენეჯერებისათვის, ასევე, დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: თსუ, მაღლივი კორპუსი, უნივერსიტეტის ქ. # 2, 206-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი