2017-05-23

წიგნის „გურული დღიურები“ აზერბაიჯანულ ენაზე თარგმანის პრეზენტაცია

23 მაისს, 14:00 საათზე თსუ ახალგაზრდულ ცენტრს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე ეწვევა, რომელიც ისაუბრებს წიგნიერების მნიშვნელობაზე, ეროვნული ბიბლიოთეკის სამომავლო თანამშრომლობაზე თსუ ახალგზარდულ ცენტრთან. შეხვედრაზე გაიმართება მისი წიგნის „გურული დღიურები“ აზერბაიჯანულ ენაზე თარგმანის პრეზენტაცია. თსუ ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტები წაიკითხავენ ნაწყვეტებს წიგნიდან ორივე ენაზე.

შეხვედრა-პრეზენტაცია გაიმართება "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები არიან „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ CCIIR და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებიც თსუ ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.

მისამართი: ქ.წამებულის ქ. #55, თსუ VII კორპუსი, თსუ ახალგაზრდული ცენტრი
« იხ. ყველა ანონსი