2016-12-16

მედეა ზაალიშვილის შემოქმედებითი საღამო

16 დეკემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება უნივერსიტეტის პედაგოგისა და მთარგმნელის მედეა ზაალიშვილის შემოქმედებითი საღამო. მედეა ზაალიშვილი წლების განმავლობაში თარგმნიდა დიდ ინგლისელ და ამერიკელ პოეტთა და პროზაიკოსთა თხზულებებს. მისი თარგმანებიდან გამორჩეულია: უილიამ შექსპირი „ტიტუს ანდრონიკუსი“, უილიამ შექსპირი „ვენერა და ადონისი“, ტომას სტერნზ ელიოტი „უნაყოფო მიწა“, ტომას ვულფისა და შირლი ჯეკსონის მოთხრობები და სხვა.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.#1, თსუ პირველი კორპუსი, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი