2017-07-01
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) ათი წლისაა
1 ივლისს, 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ათი წლის საიუბილიო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრებიან. საიუბილეო ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ISET-ის სტუდენტები, სკოლის მეგობრები და მხარდამჭერები საქართველოსა და კავკასიის რეგიონში, კერძო სექტორის, საერთაშორისო საზოგადოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.
ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის 2017 წლის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონიასთან ერთად, ღონისძიებაზე საფუძველი ჩაეყრება სკოლის მიერ ინიცირებულ ახალ კამპანიას „დააბრუნე ამაგი“.
მისამართი: „შატო მუხრანი“
« იხ. ყველა ანონსი