2014-11-01
საერთაშორისო კონფერენცია "კავკასიის სიძველეები მსოფლიო მუზეუმების საცავებში"
1 ნოემბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია "კავკასიის სიძველეები მსოფლიო მუზეუმების საცავებში" გაიხსნება.
კონფერენციას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და თბილისის სასულიერი აკადემიის რექტორი მამა გიორგი ზვიადაძე გახსნიან. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, ქართული და უცხოური მუზეუმების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
საერთაშორისო კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში იმუშავებს. დაგეგმილია მონაწილეთა შეხვედრა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ზურაბ წერეთლის ფონდი.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები დაათვალიერებენ საქართველოს ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს თბილისსა და მცხეთაში, ეწვევიან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმს, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს, სვეტიცხოვლის ტაძარს, კლდეში ნაკვეთ ქალაქ უფლისციხეს და ატენის მონასტერს.
კონფერენცია 3 ნოემბერს დასრულდება.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი