2016-04-28

თურქ ხელოვანთა გამოფენა თსუ-ში

28 აპრილს, 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქ ხელოვანთა გამოფენა გაიხსნება. გამოფენა თურქეთში მოღვაწე ხელოვნების აქტივისტთა მიერ ინიცირებული საერთაშორსო მოძრაობის „ჩვენ გვსურს მშვიდობა“-ს ფარგლებში გაიმართება.

25 აპრილს საქართველოს თურქეთის რამდენიმე უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაში ოცდაათამდე პროფესორი და მხატვარია. ხუთდღიანი ვიზიტის განმავლობაში გაიმართა კონფერენცია „მშვიდობა, ბუნება და ხელოვნება“; თსუ სახვითი ხელოვნების სტუდიაში გაიმართა სტუმარი ხელოვანებისა და ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების პედაგოგების, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების ერთობლივი ვორქშოფი და საპლენერო სამუშოები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი