2013-07-17

პროექტის „სტუდენტები სტუდენტებისათვის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება

17 ივლისს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „სტუდენტები სტუდენტებისათვის“ გამარჯვებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართება.საუკეთესო ტრენინგ-იდეების ავტორებს სერტიფიკატებს თსუ  რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი გადასცემს.

პროექტის ფარგლებში, კონკურსის შედეგად 10 ტრენინგი შეირჩა. მათგან 6 უკვე ჩაუტარდა დაინტერესებულ სტუდენტებს. (1. სტერეოტიპებიდან მრავალფეროვნებამდე, 2. ეფექტური პრეზენტაციის და საჯარო გამოსვლის ხელოვნება, 3. გარემოს დაცვა, 4. კანონი და სამართალი ყოველდღიურ ცხოვრებაში, 5. არაბული გაზაფხული და რევოლუციების თეორია, 6. ოფიციალური დოკუმენტების მომზადება). დანარჩენი ტრენინგები ჩატარდება შემოდგომის სემესტრში.

კონკურსი ყოველწლიურად გაიმართება და საუკეთესო ტრენინგ-იდეების ავტორებს მათი განხორციელების საშუალებას მისცემს.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1; თსუ პირველი კორპუსი; 115-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი