2014-03-10

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია და სტუდენტური პროექტის პრეზენტაცია

10 მარტს, 13:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია "წიგნიერების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში" გაიმართება. ღონისძიებაზე ახალი სტუდენტური პროექტის "თაობა L"-ის პრეზენტაციაც ჩატარდება. პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა პალიტრა L ერთობლივად განახორციელებენ.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსი
« იხ. ყველა ანონსი