2013-03-26
კამოეშის ინსტიტუტის პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა თსუ-ში
26 მარტს, 15.00 საათზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამოეშის ინსტიტუტის
პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება. ცენტრი თსუ-სა და კამოეშის (პორტუგალია, ლისაბონი) ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის ოქმის ფარგლებში ფუძნდება. ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, პორტუგალიის ელჩი თურქეთში ჟორჟ კარბალი, მოწვეული სტუმრები, თსუ სტუდენტები და აკადემიური პერსონალი დაესწრებიან.
თანამშრომლობის ოქმის თანახმად ცენტრი ხელს შეუწობს საქართველოში პორტუგალიური ენისა და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების კულტურის პოპულარიზაციას. ცენტრის დახმარებით თსუ პროფესორ–მასწავლებლებსა და სტუდენტებს პორტუგალიური ენისა და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების კულტურის ცოდნის გარღმავების შესაძლებლობა მიეცემათ. კამოეშის ინსტიტუტი ხელს შეუწყობს სამეცნიერო და პედაგოგიური მიმართულებით ტრენინგების პროგრამას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლების, მკვლევარებისა და სტუდენტებისათვის და გასცემს სტიპენდიებს პორტუგალიაში სასწავლებლად.
ცენტრი უზრუნველყოფილი იქნება საჭირო ბიბლიოთეკით პორტუგალიური ენისა და კულტურის შესახებ.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია (ჯავახიშვილის სახელობის დარბაზი)

« იხ. ყველა ანონსი