2017-10-05

კორპუსული პრეზენტაციები მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალზე

5 ოქტომბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში გაიმართება ქართული დიალექტური და სამეცნიერო მეტაენის კორპუსების, ფერეიდნული და ინგილოური დიალექტების ლექსიკონების დიგიტალური პროექტების პრეზენტაცია. ღონისძიება სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში იმართება და გამოჩენილი ენათმეცნიერის ბესარიონ ჯორბენაძის დაბადებიდან 75 წლისთავს ეძღვნება.

მისამართი: ინგოროყვას ქ. 8, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი