2011-03-10

ესტონეთის ელჩი სტუმრად თსუ-ში

10 მარტს, 18.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში ესტონეთის ელჩი ტომას ლუკი ეწვევა. ელჩი გაცვლით პროგრამებში მონაწილე ქართველ და ესტონელ სტუდენტებს შეხვდება. შეხვედრაზე ისაუბრებენ სამომავლო გეგმებსა და მათ განხორციელებაზე; თავად გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და ხოლო პროგრამაში ჩართვის მსურველებს საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან.

თსუ-სა და ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებლებს შორის არსებული გაცვლითი პროგრამების ფარგლებში უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში 62 სტუდენტი გაიგზავნა სასწავლებლად, ხოლო თბილისში 71 უცხოელი სტუდენტი ჩამოვიდა. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ყველაზე დიდი პარტნიორი ტარტუს (ესტონეთი) უნივერსიტეტია. თსუ-სა და ტარტუს უნივერსიტეტს შორის კულტურულ-საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე ხელშეკრულება 2006 წელს გაფორმდა. ამ ხნის განმავლობაში ტარტუს უნივერსიტეტში 23 ქართველი სტუდენტი გაიგზავნა სასწავლებლად, ხოლო თსუ-ში _ 17 სტუდენტი ჩამოვიდა ტარტუს უნივერსიტეტიდან. ღონისძიებას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, ესტონეთის კონსული საქართველოში, საელჩოსა და თსუ-ის წარმომადგენლები დაესწრებიან.  

მისამართი: ი. ჭავჭავაძის 3, თსუ-ის მეორე კორპუსი, პირველი სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა

« იხ. ყველა ანონსი