2014-04-26

გადაცემა - ,,უნივერსიტეტი"

26 აპრილს, 17:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში გავა გადაცემა "უნივერსიტეტი".

გადაცემაში განხილული იქნება შემდეგი თემები:
- ვინ არიან წლის საუკეთესო მეცნიერ-მომხსენებლები, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამეცნიერო ფორუმზე გამოვლინდნენ?
- როგორ უნდა მოიხმარონ სტუდენტებმა ინტერნეტი საკუთარი თავის სასარგებლოდ და არა საზიანოდ, როგორც ეს ხშირ შემთვევაში ხდება?
- ენის წახდენის გზაზე დამდგარ ერს რა გამოსავალს სთავაზობს ენათმეცნიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ავთანდილ არაბული - შეხვედრა ენათმეცნიერთან.

« იხ. ყველა ანონსი