2011-03-18

"ქართული ფოლადის" კონკურსი თსუ–ის სტუდენტებისათვის



სააქციო საზოგადოება ”ქართული ფოლადი” საქართველოს უნივერსიტეტების ბაკალავრიატის მესამე კურსელთათვის აცხადებს კონკურსს სტიპენდიის მოსაპოვებლად. კონკურსი შედგება სამი ტურისაგან, რომელთა შედეგად შეირჩევა 10 სტიპენდიატი. გამორჩეულ სტუდენტებს ერთი წლის განმავლობაში დაენიშნებათ სტიპენდია თვეში 200 ლარის ოდენობით.

პირველი ტური გულისხმობს IQ-სა და ზოგადი უნარების ტესტებს;

მეორე ტურში სტუდენტები გაეცნობიან მსოფლიოს ცნობილი ბიზნესკომპანიების განვითარების ისტორიას და და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეასრულებენ კონკრეტულ დავალებას;

მესამე ტურში გასული სტუდენტები მოამზადებენ ინდივიდუალურ პროექტებს, რომელთა პრეზენტაციაც კომისიის წინაშე გაიმართება.

კომისია დაკომპლექტდება ს.ს. ”ქართული ფოლადის” მენეჯერებისაგან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბაკალავრიატის მესამე კურსის ყველა სტუდენტს, მიუხედავად მისი აკადემიური მოსწრებისა.

კონკურსის პრეზენტაცია გაიმართება:
 
17 მარტს, 14:00 საათზე, მაღლივ კორპუსი,  აუდიტორია №206
18  მარტს, 14:00 მარტს,  II კორპუსი, მცირე საკონფერენციო დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი