2015-03-03

ქამალ აბდულაევი თსუ-ში

3 მარტს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი აზერბაიჯანელი მეცნიერი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქამალ აბდულაევი გამართავს საჯარო ლექციას „მულტიკულტურალიზმი აზერბაიჯანის მაგალითზე“.

ქამალ აბდულაევი არის აზერბაიჯანელი მწერალი, პოეტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, მეცნიერი,  თურქული ენის ინსტანციის ნამდვილი წევრი და უკრაინის კადრების საერთაშორისო აკადემიის წევრი. ამავე დროს არის რუსული პენოკლუბის წევრი. პუშკინის მედლის კავალერი. პოლონეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით დაჯილდოებულია „კავალერის“ ორდენით. მისი ნაწარმოებები გამოიცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში,  მათ შორის ლათინური ამერიკის ქვეყნებში.

2012 წელს ნაწარმოებებისთვის „გრძნეულთა ხეობა“, „დაუმთავრებელი ხელნაწერი“ და „ვერავის დაივიწყებ“  ქამალ აბდულაევი წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ი. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი