2010-03-01

ჰაიდი ტალიავინის მისიის მოხსენების საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტები

          2 მარტს, 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოსი ლევან ალექსიძე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „ ჰაიდი ტალიავინის მისიის მოხსენების საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტები”. მოხსენებაში განხილული იქნება აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის მიერ დადებული დოკუმენტი; კერძოდ, დასკვნის ორივე ტომში ასახული სამართლებრივი თვალსაზრისით დადებითი და სადაო საკითხები.
          აკადემიკოსი მოხსენებით სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა და აკადემიური საბჭოების გაერთიანებულ ღია სხდომაზე წარსდგება. მოხსენების შემდეგ დისკუსია გაიმართება, ლევან ალექსიძე დამსწრეთა შეკითხვებსაც უპასუხებს.
          შეხვედრას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტოლეგები და ექსპერტები დაესწრებიან.


         მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი.




თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი