2016-04-19

ანა კორძაია-სამადაშვილის საჯარო ლეცია

19 აპრილს, 16:00 საათზე თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი წაიკითხავს საჯარო ლეციას ნობელიანტი ქალის ჰერტა მიულერისა და მისი წიგნის "დაბლობების" შესახებ.

"დაბლობები" შვაბურ ბანატში ცხოვრების, საშინელი და ამავდროულად სასაცილო თავგადასავლებით სავსე ბავშვობის შესახებ მოგვითხრობს. ეს თავზარდამცემი და გროტესკული მოთხრობებია, რომლის მკითხველიც - თუ გულწრფელი იქნა - ძალიან ბევრ კარგად ნაცნობ ამბავს აღმოაჩენს.

დასწრება თავისუფალია.   

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ორსართულიანი შენობა ბაღში თსუ პირველი კორპუსის გვერდით), მეორე სართული
« იხ. ყველა ანონსი