2014-06-30

„სახელმწიფო მმართველობის რეფორმა საქართველოში: გამოწვევები და პერსპექტივები“

30 ივნისს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტში  ფორუმის: „სახელმწიფო მმართველობის რეფორმა საქართველოში: გამოწვევები და პერსპექტივები“ პირველი შეხვედრა გაიმართება. პირველი ფორუმის სტუმარი იქნება საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა, რომელიც საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმაზე ისაუბრებს.

ფორუმის ფარგლებში პერიოდულად გაიმართება საჯარო დისკუსია სახელმწიფო მმართველობის აქტუალურ საკითხებზე.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, თსუ I I კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბილიოთეკა

 
 

« იხ. ყველა ანონსი