2016-12-23
თსუ ახალგაზრდული ცენტრის წინასაახალწლო ღონისძიება
23 დეკემბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში ინტეგრირებული ქართული, სომხური, აზერბაიჯანული კულტურის საღამო გაიმართება, რომლის ინიციატორები და უშუალო მონაწილეებიც, ქართველ თანატოლებთან ერთად, თსუ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტები არიან.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები ახალი წლის დღესასწაულის აღნიშვნის თავისებურებებზე და განსხვავებებზე. კერძოდ, ღონისძიების სტუმრები მოისმენენ და იხილავენ, თუ როგორ აღნიშნავენ სომხები, აზერბაიჯანელი და ქართველები ახალ წელს. ასევე წარმოდგენილი იქნება სამივე ეთნიკური ჯგუფისათვის დამახასიათებელი შემოქმედება (ცეკვა, სიმღერა, კულინარია).
ღონისძიება არაქართულენოვანი სტუდენტების სამოქალაქო ინტეგრაციის, ეთნიკურ უმცირესობათა ტრადიციებისა და კულტურის გაცნობისა და ურთიერთდაახლოების, საქართველოს საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში მათი ინტეგრაციის მიზანს ემსახურება.
ღონისძიება ტარდება "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებსსაქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები არიან„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ CCIIR და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებიცთსუ ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.
მისამართი: ქ.წამებულის №55, თსუ მე -7 კორპუსი, თსუ ახალგაზრდული ცენტრი
« იხ. ყველა ანონსი