2017-05-04

ფორუმი თემაზე „საქართველოს საჯარო მმართველობის გამოწვევები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში“

4 მაისს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტში  ჩატარდება ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით მე-12 ფორუმი თემაზე „ საქართველოს საჯარო მმართველობის გამოწვევები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში“

ფორუმის მიზანია, შედგეს დიალოგი მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს შორის მოცემული თემის საჭირბოროტო საკითხების ირგვლივ, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მოიძებნოს არსებული პრობლემების საუკეთესო გადაწყვეტის გზები და დაისახოს სამომავლო პერსპექტივები.

ფორუმზე მოხსნებით გამოვა გერმანიის შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი ზიგფრიდ მაგიერა, ევროინტეგრაციის სამინისტროს  სექტორალური სამმართველოს უფროსი თორნიკე სულაბერიძე,  და თსუ ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი კობა ყალიჩავა, ასევე   მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებათა წარმომადგენლები, საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები,

ფორუმს გახსნის თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, ხოლო მოდერირებას უირიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული უზრუნველყოფს.

მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, პირველი კორპუსი, აუდიტორია # 006

« იხ. ყველა ანონსი