2014-06-09

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და რუსთაველის თეატრს შორის

9 ივნისს, 19.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ხელშეკრულებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა მოაწერენ ხელს.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ, სამეცნიერო-კვლევით პროექტებს; ერთმანეთში გაცვლიან საინტერესო და საჭირო ინფორმაციას; გააღრმავებენ და ოფიციალურად დააფიქსირებენ მზადყოფნას საგანმანათლებლო და სახელოვნებო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით.

მემორანდუმს ხელი პროექტის „სტურუას შექსპირის სამყაროს“ დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში მოეწერება. ღონისძიებაზე რობერტ სტურუა შეხვდება თსუ  სტუდენტებს და აკადემიურ საზოგადოებას. შეხვედრაზე ისაუბრებენ სტურუას შექსპირულ ინტერპრეტაციებზე, დაიმართება დისკუსია.
პროექტი  „სტურუას შექსპირის სამყარო“ უილიამ შექსპირის დაბადებიდან 450 წლის იუბილეს მიეძღვნა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო გამოფენები, დისკუსიები, სპექტაკლების ვიდეოჩვენება. პროექტის ავტორი და მოდერატორია თსუ ფილოლოგიის დოქტორი დავით მაზიაშვილი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი