2018-07-28

ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვება 2018

28 ივლისს, 18.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა საიუბილეო გამოშვების ღონისძიება გაიმართება.

კურსდამთავრებულებმა 7 ივლისიდან - 18 ივლისის ჩათვლით რეგისტრაცია უნდა გაიარონ sms.tsu.ge-ზე, სადაც მიიღებენ ინფორმაციას მანტიების გაცემის თარიღისა და ადგილის შესახებ.

ღონისძიების შესახებ:
18:00 - კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება - თსუ-ს პირველი კორპუსის ეზო (ი.ჭავჭავაძის გამზ. 1).
22:00  - ბენდი „სალიო“ - კლუბი „Spacehall”-ი (ა.წერეთლის გამზ. 2).
« იხ. ყველა ანონსი