2013-11-13

შეხვედრა ისრაელის ეკონომიკის შემსწავლელ ლაბორატორიაში

13 ნოემბერს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისრაელის ეკონომიკის შემსწავლელი ლაბორატორიის შეხვედრა გაიმართება. ლაბორატორია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-სთან 2003 წლიდან მოქმედებს. შეხვედრა ისრაელის ეკონომიკის შემსწავლელი ლაბორატორიის საქმიანობის გაღრმავება-გაფართოებასა და  დასახული გეგმების განხორციელებას შეეხება.

შეხვედრაზე დასწრება შეუძლია თსუ-ს ყველა დაინტერესებულ სტუდენტს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა); საკონტაქტო პირი - პროფ. გიორგი შიხაშვილი  (მობ. 577  97 02 77,  giorgi.shikhashvili@tsu.ge).

მისამართი: უნივერსიტეტის №13 , თსუ X კორპუსი (მაღლივი), ოთახი №1211

« იხ. ყველა ანონსი