2019-12-25

ნინო პოპიაშვილის წიგნის, „პოეტური ენის საკითხები: პოეტური ლექსიკა, ტროპი“, პრეზენტაცია

25 დეკემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ნინო პოპიაშვილის წიგნის, „პოეტური ენის საკითხები: პოეტური ლექსიკა, ტროპი“ (დამხმარე სახელმძღვანელო) პრეზენტაცია გაიმართება. 
წიგნში დეტალურად არის განხილული მხატვრული ნაწარმოების პოეტური ენის საკითხები. ყურადღება გამახვილებულია პოეტური ლექსიკის ისეთ სახეებზე, როგორებიც არის: არქაიზმი, ისტორიზმი, ნეოლოგიზმი, ნასესხები სიტყვები, ბარბარიზმი, ჟარგონიზმი, პროფესიონალიზმი, ოკაზიონალიზმი, დიალექტიზმი, ეთნოგრაფიზმი, რეგიონალიზმი, ევფემიზმი, დისფემიზმი, ვულგარიზმი, სინონიმები, ანტონიმები, ომონიმები, პოლისემია, პარონიმები, ტავტოლოგია, პლეონაზმი, ინტერნაციონალიზმი და სხვ. გამოკვლევაში სათანადო ყურადღება ეთმობა ტროპის საკითხებს: შედარებას, ეპითეტს, მეტაფორას, ლიტოტესს, ალეგორიას, ირონიას, ჰიპერბოლას, მეტონიმიას, პერიფრაზს, სიმბოლოს, გაპიროვნებას, ოქსიმორონს. საანალიზოდ წარმოდგენილია როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ქართველი ავტორების მხატვრული ნაწარმოებები. წიგნი დახმარებას გაუწევს ლიტერატურის თეორიის, ლიტერატურათმცოდნეობის, პოეტური ენის სა-კითხებით დაინტერესებულ სტუდენტებსა და მკვლევრებს.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი N1; თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი