2013-11-07

პროექტის „TSU School of Entrepreneurship“ პრეზენტაცია-სემინარი

7 ნოემბერს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესტონური კომპანია BDA Consulting-ისა და თსუ-ს ერთობლივი პროექტის „TSU School of Entrepreneurship“ პრეზენტაცია-სემინარი გაიმართება.

ესტონური კომპანიის BDA Consulting-ის მხარდაჭერით 2013 წლის 7 ნოემბრიდან 8 თვის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდება ერთობლივი პროექტი „TSU School of Entrepreneurship“, რომელიც მიზნად ისახავს ტრენინგ–პროგრამების საშუალებით თსუ სტუდენტების მომზადებას მცირე ბიზნესის განსავითარებლად. პროექტში მონაწილე სტუდენტები უცხოელი ტუტორებისა და დარგობრივი ექსპერტების მენტორობით დაეუფლებიან მცირე ბიზნესის განვითარების უნარ-ჩვევებს და მიიღებენ სათანადო სერთიფიკატს. ამასთან, წარმატებული ბიზნეს-გეგმის ავტორები 10 დღით გაემგზავრებიან ესტონეთში, ხოლო გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით 2500 ლარის ოდენობით.

პრეზენტაციას პროექტის კოორდინატორები და საგანგებოდ მოწვეული უცხოელი მომხსენებლები დაესწრებიან. ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი