2015-12-17

ფონდი ”საერთაშორისო განათლების ცენტრი” თსუ სტუდენტებს შეხვდება

17 დეკემბერს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ სტუდენტებთან ფონდი ”საერთაშორისო განათლების ცენტრი” შეხვედრას გამართავს.

შეხვედრის მიზანია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების გაცნობა,  ჩარიცხვის პირობებზე და  პროცესზე, დაფინანსებისა და სტიპენდიების მოპოვების წყაროებსა და  შესაძლებლობებზე საუბარი.

ფონდი ”საერთაშორისო განათლების ცენტრი” არის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ( CEU, ბუდაპეშტი, უნგრეთი www.ceu.edu)  ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ამ უნივერსიტეტის სახელით აწარმოებს პოტენციურ სტუდენტთა რეკრუტირებას.

1995 წლიდან დღემდე ფონდი ”საერთაშორისო განათლების ცენტრი”  ხელს უწყობს მოტივირებულ და საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდებს მიიღონ განათლება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. ოცი წლის განმავლობაში ჩვენი ცენტრის მეშვეობით 250-მდე ქართველმა სტუდენტმა დაამთავრა ამ უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები და დღეს წარმატებით საქმიანობენ სხვადასხვა სფეროში.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია




« იხ. ყველა ანონსი