2018-05-29

წიგნის - ,,ერლომ ახვლედიანის პუბლიცისტიკა’’ პრეზენტაცია

29 მაისს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის დოქტორის მარინე ლომიძის წიგნის - ,,ერლომ ახვლედიანის პუბლიცისტიკა’’ პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნში გაანალიზებულია წერილები 2003 წელს „დილის გაზეთის“ ტრადიციული სერიით გამოცემული პუბლიცისტის წიგნის „ძველი და ახალის“ მიხედვით. მარინე ლომიძე  ამ  წიგნის პრიზმიდან განიხილავს მედიაპუბლიცისტიკას, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტიან და ეფექტურ ფორმას, როგორც PR-ის განვითარების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას.

ღონისძიებას წარუძღვება მასობრივი კომუნიკაციისა და ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ჭალაგანიძე. დაგეგმილია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას, წიგნის წინათქმის ავტორის ხათუნა მაისაშვილის, რეცენზენტის დიმიტრი ბენაშვილის, ,,სეზანის’’ საგამომცემლო ჯგუფის ხელმძღვანელის მანანა კარტოზიას, წიგნის ავტორისა და სტუდენტთა გამოსვლები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №8, VI კორპუსი, 303-ე აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი