2014-05-29

თსუ გამომცემლობა წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა მონაწილეობს წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც წელს 29 მაისის 11.00 სათიდან 1 ივნისის ჩათვლით გაიმართება. თსუ გამომცემლობა მკითხველს შესთავაზებს როგორც სამეცნიერო, ისე საგანმანათლებლო ლიტერატურას.     ფესტივალის ფარგლებში 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თსუ საბავშვო უნივერსიტეტი გამართავს საგანმანათლებლო-შემეცნებით ღონისძიებას.  
     
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1997 წლიდან ტარდება და საქართველოს საგამომცემლო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.

თსუ გამომცემლობა ერთ-ერთი ყველაზე ძველი გამომცემლობაა საქართველოში, რომელიც   წელიწადში დაახლოებით 50 წიგნს გამოსცემს. მათ შორის ნათარგმნ და ორიგინალურ სახელმძღვანელოებს, მონოგრაფიებს, სამეცნიერო შრომებსა და კრებულებს, როგორც ბეჭდურ, ასევე ელექტრონულ ფორმატში. გამომცემლობა უნივერსიტეტის შემადგენელი ნაწილია. მისი მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო, სასწავლო და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმატებით განხორციელებას. თსუ გამომცემლობა  ფესტივალზე წარმოაგდენს არაერთ მნიშვნელოვან გამოცემას. მათ შორის:

•    არნოლდ ჩიქობავა - “შრომები”, 6-7tomi;
•    ენათმეცნიერების ინსტიტუტი ენათმეცნიერების ინსტიტუტი - “ქართულ-რუსული ლექსიკონი”;
•    გიუნტერ ფალტინი - “გონება ამარცხებს კაპიტალს”;
•    სოსო მარგიშვილი - “შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნება და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ისტორია IX – XVI ”;
•    თემურ ქემოკლიძე - “შაინის საღი აზრი გადაუდებელ აბდონიმურ ქირურგიაში”;
•   მაია მანაშვილი - “თურქეთის საგარეო პოლიტიკა 1900-2008 წლები”; ლიტერატურის ინსტიტუტი - “ათონის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა”;
•    რაულ ჩაგუნავა, ელიზა მარქარაშვილი - “ვახტანგ VI – წიგნი ზეთების შეზავების და ქიმიის ქმნისა”;
•    ნანა კოშორიძე - “ბიოქიმია”;
•    გ. გოგოლაშვილი - “ქართული სალიტერატურო ენა”;
•    თედო უთურგაიძე - “ქართული ენის მორფონოლოგიური და მორფისინტაქსური ასპექტები”;
•    აკაკი წერეთელი - “დავითის გვირგვინი”;
•    ნუგზარ ანთელავა - “ოსური მითები და რიტუალები”;
•    პიერ პაკტე, ფერდინან მელენ სუკრამანიანი - “კონსტიტუციური სამართალი”;  
•    ოთარ ჯაფარიძე - “საქართველოს არქეოლოგიის ძირითადი საკითხები”;
•    ნუგზარ სურგულაძე - "იუსტინიანეს დიგესტები” 1-2;
•    რეიმონდ უექსი - “სამართლის ფილოსოფია”;  
•    მაია მარგველაშვილი - “ტურიზმის ეკონომიკა”;  
•    ჩავა ფრანკფორტ ნაჩმიასი, ანა ლეონ-გერერო - “სოციალური სტატისტიკა”;
•    გურამ ლორთქიფანიძე, მარიკა მშვილდაძე -  “ბიბლიური არქეოლოგია”;
•    ლეილა თუშიშვილი,  “კლასიკური სპარსული ენის ელემენტარული გრამატიკა”;  
•    მარინე კობეშავიძე - “ესპანური ენა”;  
•    ნ. გოგნიაშვილი - “კრიმინალისტიკა”;
•    ო. ფურთუხია - “ალბათურ-სტატისტიკური ამოცანები”;  
•    თეიმურაზ ლეჟავა - “სამედიცინო გენეტიკა”;  
•    ტიმოთე გოუერსი - “მათემატიკა”;
•    ფრენკ ქლოუზი -  “ნაწილაკების ფიზიკა”;  
•    სიუზან ბლექმორი - “ცნობიერება”;

მისამართი: წერეთლის  გამზ. 118,  საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, მე-11 პავილიონი,  სტენდი N 26

« იხ. ყველა ანონსი