2014-12-05

მასწავლებელთა III კონფერენცია: უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს

5 დეკემბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიხსნება მასწავლებელთა III კონფერენცია: უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს (სწავლებისა და განათლების პრობლემები - ინტერკულტურული განათლება საქართველოში).  კონფერენციას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მაჩაბელი. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გაგოშიძე, პედაგოგები.

ღონისძიების მიზანია უმაღლეს და საშუალო სკოლას შორის აკადემიური ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება; მონაწილეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს  სწავლების ხარისხის გაზრდას როგორც საშუალო, ისე უმაღლეს სკოლაში და განავითარებს პედაგოგიკის მეცნიერების თეორიასა და პრაქტიკას; განათლების სპეციალისტების, საუნივერსიტეტო პროფესიული საზოგადოებისა და საშუალო სკოლის მასწავლებლების მიერ თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესებისას განსაზღვრული სასწავლო მიზნების სირთულეებისა და პრობლემების ანალიზი; პროფესიული საჭიროებების გათვალისწინებით, პრობლემური საკითხების დასმა და კონკრეტული ნაბიჯების დასახვა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გზებისა და ფორმების შემუშავების მიზნით.

კონფერენცია 6 დეკემბერს დასრულდება.

მისამართი: ქ. რუსთავი, ვაჟა-ფშაველას №5, მე - 12 საჯარო სკოლა

« იხ. ყველა ანონსი