2015-07-09
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის
9 ივლისს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი მოაწერენ ხელს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია სამინისტროსა და უნივერსიტეტის მიერ ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაგეგმვა/მოწყობის კუთხით თანამშრომლობა.
მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადასცემს გარემოს რადიაციული მონიტორინგის ლაბორატორიას დროებითი გამოყენების მიზნით; შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სტუდენტთა სტაჟირებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას გარემოსდაცვით საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე თსუ უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობას მემორანდუმის შედეგად დაგეგმილ ღონისძიებებში და საჯარო ლექციების ორგანიზებას სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით გარემოსდაცვით აქტუალურ საკითხებზე.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ 1 კორპუსი, რექტორატი
« იხ. ყველა ანონსი