2019-05-20
შეთანხმება თსუ-სა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს შორის
20 მაისს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს შორის შეთანხმება გაფორმდება.
შეთანხმების თანახმად, თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს ნორმატიული აქტების ტექსტების ბეჭდურ ვერსიებზე წვდომის უკეთესი შესაძლებლობები ექნებათ. ამავე მიზნით, უნივერსიტეტის შენობაში განთავსდება საკანონმდებლო მაცნეს წიგნების თვითმომსახურების აპარატი, სადაც სტუდენტები, ასევე ნორმატიული აქტების ბეჭდური ვერსიებით დაინტერესებული სხვა პირები, შეძლებენ საკანონმდებლო მაცნეს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების ტექსტების შეძენას ხელმისაწვდომი პირობებით.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, რექტორატი.
« იხ. ყველა ანონსი