2014-01-24

„ლიბერალური აკადემია თბილისის” საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

24 იანვარს, 18:30 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია „ლიბერალური აკადემია თბილისი” გამართავს საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტებთან.

შეხვედრაზე სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას ვიზის ფასილიტაცის ხელშეკრულების, სავიზო კოდექსის, მათი იმპლემენტაციის შედეგების, სავიზო დიალოგის და მასთან დაკავშირებული პროეცესების შესახებ. გარდა ამისა, დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ორგანიზაციის მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ფოტოკონკურსის „ევროპა საზღვრების გარეშე“ პირობებს და აქტიურად ჩაერთონ მის განხორციელებაში.

ფოტოკონკურსის დასრულების შემდეგ გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ ფულად ჯილოდების: 1 ადგილი 200 დოლარი, 2 ადგილი 150 დოლარი, 3 ადგილი 100 დოლარი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი