2012-04-07

ფსიქოლოგიის მიმართულების პრეზენტაცია უფროსკლასელთათვის

7 აპრილს, 13.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, ფაკულტეტის სტუდენტები უფროსკლასელთათვის წარმოადგენენ ფსიქოლოგიის მიმართულების პრეზენტაციას. შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია.

მისამართი:
13:00 - 15:00 სთ  ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპ, 115-ე აუდიტორია.
                       15:00
სთ-დან ი. ჭავჭავაძის გამზირი 3, თსუ II კორპუსი 135-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი