2018-03-19

კლაუს ჰიპის საჯარო ლექცია

19 მარტს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი გერმანელი მეწარმე, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის - ”HIPP”-ის დამფუძნებელი, თსუ საპატიო დოქტორი კლაუს ჰიპი თსუ სტუდენტებისთვის წაიკითხავს საჯარო ლექციას ბიზნესის ეთიკის მიმართულებით.

ლექცია გაიმართება გერმანულ ენაზე.

მისამართი:უნივერსიტეტის ქ. N2,თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, 206–ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი