2017-05-18

კონფერენცია „სტუდენტები-მოსწავლეებისათვის“

18 მაისს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულებისა და თინათინ წერეთლის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით კონფერენცია „სტუდენტები- მოსწავლეებისათვის“ გაიმართება.

კონფერენციის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ თემები, რომლებშიც განხილული იქნება სისხლის სამართლის მნიშვნელოვანი საკითხები. კონფერენციის შემდეგ, სპეციალურად შექმნილი კომისია, წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე გამოავლენს  საუკეთესო ნაშრომებს, რომლებიც გამოქვეყნდება ჟურნალის - „სისხლის სამართლის აქტუალური პრობლემების“ პირველ ნომერში. ასევე, გამარჯვებული სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან თბილისის საკრებულოში.

კონფერენციის საშუალებით სტუდენტები შეძლებენ განავითარონ და დახვეწონ აკადემიური, პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები, დაეუფლონ ფართო საზოგადოების წინაშე მოხსენების წარდგენის აუცილებელ უნარებს. სკოლის მოსწავლეები კი, თავის მხრივ, შეძლებენ დაესწრონ კონფერენციას, მოისმინონ წარმოდგენილი ნამუშევრები, დასვან მათთვის სასურველი კითხვები და შეიძინონ ზოგადი ცოდნა სისხლის სამართლის სფეროში არსებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია




« იხ. ყველა ანონსი