2012-10-18
საერთაშორისო კონფერენცია - ,,კერძო სამართლის განვითარება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ტრანსფორმაცია სამართლის ტრანსპლანტაციის მეშვეობით“
18 ოქტომბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ჰამბურგის მაქს-პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტთან პარტნიორობით, ფოლკსვაგენის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ატარებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: ,,კერძო სამართლის განვითარება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ტრანსფორმაცია სამართლის ტრანსპლანტაციის მეშვეობით“.კონფერენციაზე მოწვეულნი არიან ცნობილი მეცნიერები გერმანიიდან, კავკასიისა და ცენტრალური/შუა აზიის რეგიონიდან. კონფერენციის სამუშაო ენებია: გერმანული, რუსული და ინგლისური. კონფერენცია 19 ოქტომბერს დასრულდება
სამუშაო ენები : გერმანული, რუსული, ინგლისური - სინქრონული თარგმანით.
სამუშაო თემები:
- სამოქალაქო სამართლის რეფორმა - „legal transplants“-ის მიხედვით;
- სამოქალაქო სამართლის რეფორმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სივრცეში;
- შედარებითი სამართლებრივი კვლევები ევრაზიის სამართალში (სტიპენდიატების და ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების ნაშრომები).
მისამართი: ი. ჭავჭვაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი ( აუდიტორია № 06 )
« იხ. ყველა ანონსი