2015-06-08

საუნივერსიტეტო წიგნის განახლებული მაღაზიის გახსნა და ფასდაკლების აქცია

8 ივნისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო წიგნის განახლებული მაღაზია გაიხსნება.

გახსნასთან დაკავშირებით, მაღაზია მყიდველს თსუ გამომცემლობის წიგნებზე წარმოუდგენელ ფასდაკლებას სთავაზობს.  8 და 9 ივნისს ყველა წიგნზე იმოქმედებს 20-დან 50 პროცენტამდე ფასდაკლება.

მყიდველს შესაძლებლობა ექნება დარეგისტრირდეს წიგნის მაღაზიის მეგობართა კლუბში - სკრიპტორიუმში, რაც მთელი წლის განმავლობაში სპეციალური შემოთავაზებებით სარგებლობის,  ფასდაკლების, სასაჩუქრე აქციებისა და სხვა საინტერესო ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობას იძლევა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსის ფოიე


« იხ. ყველა ანონსი