2019-11-05
დავით უკლება - 100
5ნოემბერს, 11:00საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საიუბილეო სხდომა, რომელიც მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემიის ორგზის ლაურეატის, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ დავით უკლებას დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება. დავით უკლებას სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ძირითად სპეციფიკას მთიანი მხარეების ლანდშაფტების კვლევის მეთოდების შემუშავება და საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება, ადამიანის და ბუნების ზემოქმედების შედეგად მოდიფიცირებული ლანდშაფტების გამოვლენა და შეფასება წარმოადგენდა.
დავით უკლება დამსახურებულად ითვლება ლანდშაფტმცოდნეობის საკითხებზე დარგის აღიარებულ სპეციალისტად საქართველოში. იგი არის 200-ზე მეტი შრომის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, პოლონურ, ჩეხურ, გერმანულ ენებზე, მათში მოცემულია საქართველოს ცალკეული რეგიონების, ბუნებრივი პირობების სამეურნეო შეფასებისა და გამოყენების მეცნიერულად დასაბუთებული პერსპექტივები.
დავით უკლებას იუბილეს ეძღვნება სამეცნიერო კონფერენცია „გეოგრაფიის აქტუალური პრობლემები“.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი