2014-11-14

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მიჯნაზე: დრო და სივრცე“

14 ნოემბერს, 10.15 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მიჯნაზე: დრო და სივრცე“ გაიხსნება.

ღონისძიების გახსნას დაესწრებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, მეცნიერები,სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.

ორდღიანი კონფერენცია ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება.

კონფერენციის პროგრამა

მისამართი: ი.ჭავჭავაძის № 13, თსუ მე-8 კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი