2014-06-09

აკაკი წერეთლის დაბადების 174 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო

9 ივნისს, 17:00 საათზე,  შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით, აკაკი წერეთლის დაბადების 174 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა არქივებსა და მუზეუმებში დაცული ახლად გამოვლენილი მასალები: აკაკის  ნაწარმოებების უცნობი ავტოგრაფები, ლექსები, პოემა, პუბლიცისტური წერილები, დოკუმენტები, პირადი მიმოწერა. ასევე გაიმართება შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ მომზადებული აკაკი წერეთლის თხზულებათა აკადემიური ოცტომეულის პირველი ხუთი ტომის (ლექსები და პოე პრეზენტაცია. აკადემიური გამოცემა მზადდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით; მრავალტომეულის IV და V ტომები დაიბეჭდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური  მხარდაჭერით.

მისამართი: მაჩაბლის ქუჩა №13, მწერლთა სახლი
« იხ. ყველა ანონსი