2012-07-23

„საბჭოთა ისტორიის კვლევისა და შესწავლის თანამედროვე მეთოდები“

23 ივლისს, 18.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წევრების საინფორმაციო შეხვედრა თსუ სტუდენტებთან.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ახალგაზრდა  მკვლევართა და სამოქალაქო აქტივისტთა გაერთიანებაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს საბჭოთა ისტორიის შესწავლას და გააზრებას. ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანია შექმნას ერთიანი, ღია ვებ-სივრცე, სადაც თავმოყრილი იქნება საქართველოს საბჭოთა წარსულის ამსახველი დოკუმენტური მასალა. მასალა, რომელიც დღემდე სხვადასხვა ოჯახში ან საჯარო სივრცეში ინახება. სამწუხაროდ, დღემდე არ არსებობს ერთიანი ფონდი, არქივი ან მუზეუმი, სადაც თავმოყრილი იქნებოდა ალტერნატიული მასალა, რომელიც მკვლევარებს, დაინტერესებულ საზოგადოებასა თუ ახალგაზრდა თაობას საშუალებას მისცემდა, უახლესი ისტორია სათანადოდ გამოეკვლიათ.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია პროექტის/არქივზე მუშაობის პროცესში აქტიურად ითანამშრომლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

მისამართი: ი. ჭავჭვაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი