2018-12-26

„მიქაელ მოდრეკილის რტო“- წიგნის პრეზენტაცია

26 დეკემბერს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ფილოლოგიის დოქტორის, ცნობილი ბიზანტინოლოგის ლიანა კვირიკაშვილის სამეცნიერო ღვაწლისადმი მიძღვნილი წიგნის „მიქაელ მოდრეკილის რტო“ (მთავარი რედაქტორი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. იზა ჩანტლაძე) პრეზენტაცია.

სამეცნიერო-პოპულარული კრებული შეიქმნა ქ-ნ ლიანას თანაკურსელებისა და კოლეგების დიდი ძალისხმევით.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი