2018-03-16
თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრა – 100
16 მარტს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი საქართველოს ისტორიის კათედრის 100 წლის იუბილისადმი მძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას გამართავს.
კონფერენციის გახსნას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ-ის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი პროფესორი თედო დუნდუა, პროფესორები, სტუდენტები დაესწრებიან.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია „საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომების“ XIII ტომის პრეზენტაცია.
საქართველოს ისტორიის კათედრის საქმიანობა იწყება უნივერსიტეტის დაარსების პარალელურად და, შესაბამისად, ის ერთ-ერთი პირველი სასწავლო-სამეცნიერო ცენტრია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საქართველოს ისტორიის კათედრის დაარსება აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელს უკავშირდება. სწორედ ივანე ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა კათედრას მისი დაარსების დღიდან – 1918 წლის დასაწყისიდან.
თსუ-ის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი 1918 წელს დაარსებული საქართველოს ისტორიის კათედრის სამართალმემკვიდრეა. ინსტიტუტი ღირსეულად აგრძელებს ნაყოფიერ სამეცნიერო მუშაობას. რაც ასახულია სამეცნიერო კონფერენციებში, გამოცემებში, სამეცნიერო პროექტებსა და თანამშრომელთა მიერ მომზადებულ მონოგრაფიებსა და სამეცნიერო სტატიებში.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია #212
« იხ. ყველა ანონსი