2013-10-24
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები“
24 ოქტომბერს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტთან არსებული სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
„ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები“ გაიმართება.
ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი, თსუ სტუდენტები, აკადემიური წრეებისა და სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრებიან.
კონფერენციაზე თსუ პროფესორები წაიკითხავენ მოხსენებებს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციის საკითხებზე. გაიმართება მონოგრაფიის „ორგანიზებული დანაშაულის თანამედროვე გამოვლინებების კრიმინალიზაციისა და სამართალშეფარდების პრობლემები ქართულ სისხლის სამართალში“ განხილვა-დისკუსია.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, თსუ მე-2 კორპუსი, პირველი სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი